Wikipedia

Результаты поиска

четверг, 26 октября 2017 г.

ნიკო ფიროსმანი

                                                   ნიკო ფიროსმანი

                                                       

ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918თბილისი) — ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.
                           
მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია.
ნიკო ფიროსმანი არის ის,ვინც ქართველებს ასე გვეამაყება. იგი იყო თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც გამოიგონა ახალი ფერწერის ახალი ტექნიკა, რომელშიც წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ მის დიდი ნიჭს, არამედ სიდუხჭირესაც. იგი თავისი პრივიტიზმით ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიო მხარტვრებს შორის მაგრამ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ის ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა და და ეს გახლდათ მისი გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.სიცოცლის ჟამს ნიკო არ იყო დაფასებული ქართველი ხალხის მიერ. 


ფიროსმანის აღმოჩენა
მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ნიკო უკვე დუქანში აქტიურად მუშაობდა. დუქანში ნაშოვნი ფულით ირჩენდა თავს და საღებავებს ყიდულობდა.თითქმის ყველა დუქანში დაიკავა ადგილი ნიკოს ნახატებმა. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჩნევდა ნიკოს ნიჭს და მის განსხვავებულ ხედვას. თუმცა სამწუხაროდ ამან გავლენა ვერ იქონია ნიკო ფიროსმანის მატერიალურ მდგომარეობაზე.მან ქართველი ხალხის აღიარება სიცოცხლეში ვერ მოიპოვა და გაუსაძლისი პირობების გამო ქართველმა ერმა გენიალური მხატვარი დაკარგა. 

Картинки по запросу ნიკო ფიროსმანი მარგარიტა

მარგარიტა, საიდან მოდის ლეგენდა...
ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატს წარმოადგენს ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი „მარგატიტა“, იგი იყო ბევრი რომანტიული ნაწარმოებისა თუ პოემის ავტორების შთაგონების წყარო.ცნობილია, რომ მარგარიტა იყო ფრანგი მოცეკვავე. იგი საქართველოში ჩამოვიდა 1905 წელს და შეხვდა ნიკო ფიროსმანს. ნიკალას იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და მისი გულის მოსანადირებლად გაყიდა სახლი და ამ ფულით ვარდები უყიდა მოცეკვავე ქალბატონს.ვინ იყო, რომ ქალი, რომელიც ნიკო უყვარდა და რომელიც იყო მისი უკვდავი მისი ტილოს მუზა? ამის შესაახებ ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი.მხატვრის თაყვანისმცემელი წერს რომ ნიკომ არ იცოდა რაიყო სიყვარული სანამ მუშტაიდის ბაღში, კაფე შაიტანში არ ნახა ფრანგი ქალბატონი რომელიც„მაზურკაზე“ მღეროდა და ცეკვავდა.. ნიკო „დასნეულდა“..იგი მისმა სიყვარულმა დაატყვევა...ნიკოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა,შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი რასაც ნიკომ ცხოვრება შეალია მარგარიტა იყო. ერთ დღეს ნიკომ აღმოაჩინა რომ მარგარიტამ მიატოვა და საფრანგეთში წავიდა, რადგან ხვდებოდა რომ ვარდების ზღვის გარდა ნიკოს მისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო.ამ მოლენების შემდეგ ნიკომ თავისი ბედი ვაჭრობაში სცადა. სხვადასხვა სოციალური ფენის ხალხი მოდიოდა დუქანში სადაც ნიკალას დახატვას სთხოვდნენ. სწორედ ეს იყო ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას უმთავრესი შემოსავლის წყარო.



ის რაც ხელოვნებაში მეცხრამეტე საუკუნემ მოიტანა ფიროსმანისთვის უფრო ადრე გახდა ცნობილი, ვიდრე ეს ევროპამ გაითავისა. სიახლე კი იმ ახალ სტილში, ახალ გამოხატვის სფეროში ვლინდებოდა რამაც ხელოვნებას ახალი ღირებულებები შესძინა, ეს ღირებულებები კი ძირითადად ინდივიდზე გადიოდა და ხელოვნებაც ნელ-ნელა უფრო სუბიექტური ხდებოდა, ვიდრე ის ადრეულ რეალობაში იყო, ეს სუბიექტივიზმიც სხვადასხვა ასპექტში ვლინდებოდა. არატრადიციული აღქმა გარე რეალობისა და მისი ამავე ფორმებით გადმოცემა ზოგჯერ მიზანმიმართული ხერხი იყო ხელოვანებისთვის, ზოგისთვის ეს საკუთარი თავის გამოვლენის არსებითი მნიშვნელი იყო, ზოგჯერ კი ის აუცილებელი ინსტინქტი, რაც ეპოქამ მოიტანა.
ახალმა ეპოქამ თავისთავად ახალი სტილები დაბადა მხატვრობაში, აქ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, და რადგანაც ფიროსმანზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პრიმიტივიზმი, რომლის ჭრილშიც ათავსებენ ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას, თუმცა იმის თქმა რამდენად პრიმიტივიზმი იყო ეს ყველაფერი ერთი შეხედვით არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ მის ნახატებში თითქმის არ არსებობს აკადემიური სტილი, ფიროსმანი მაინც უზომოდ კულტურულია, მთავარი ხერხი კი ლაკონიზმია, რაც სიცივესთან ერთდ სითბოს ქმნის და უფრო მეტად ადამიანურია ვიდრე აია სოფია.
ასეთი ადამიანურობა და ღრმა კულტურა გამოჩნდა ფიროსმანის „მეთევზეშიც“. ნახატი იმდენად მრავალპლანიანია, რომ მისთვის პრიმიტიულის წოდება ალბათ მოსარიდებელია. პირველ რიგში საინტერესოა ფონი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა სივრცეც არის და სიბრტყეც. თანაც ასეთი შავი ყველა სხვა შემთხვევაში დამაბნეველი იქნებოდა, თუმცა აქ ფერი არ არის ჩაკეტილი საზღვრის აღმნიშვნელი, მასში თავისუფლად შეიძლება შესვლა, მიუხედავად იმისა რომ მასთან ერთად კიდევ ერთი მასიური ფერი დევს წითლის სახით. ყველა სხვა შემთხვევაში ალბათ წითელი შავის ჩამკეტი უნდა ყოფილიყო, ან ის ვერ შეინარჩუნებდა წონასწორობას შავზე, მაგრამ ფიროსმანთან შავი სივრცეცაა და წითელი კი გამჭვირვალე, ამიტომ აქ ყველაფერი დასაშვებია. შავს კიდევ ერთი დატვირთვაც აქვს, ის არის ღამე, რითაც სურათი კიდევ უფრო მეტ მისტიურობას იძენს ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც მაშინ როცა ეს უბრალო მეთევზის სცენაა თევზით ხელში, თანაც ეს თევზი ჯერ კიდევ ცოცხალია, ამ ეფექტს მისი სისველე ქმნის. მეტ სიცივეს კი შავი წყალი, თეთრი ნაწიბურებით, ცალკე შავი წყალი ალბათ მრავლის მთქმელი არ გამოვიდოდა, ყოველშემთხვევაში იმდენად ცივი არ იქნებოდა რომ შეეჟრჟოლებინე. ფიროსმანმა კი ეს ყველაფერი გააცოცხლა, ის ნახატზე, მხოლოდ მხატვრული ხერხებით, დაგეგმილად კი არ ქმნის ეფექტს (როგორც ვიცით ფიროსმანმა სულაც არ იცოდა ეს მხატვრული ხერხები), არამედ მხატვრული აღქმითა და გრძნობით გადმოაქვს სიცოცხლე ტილოზე, ამის შემდეგ კი ყველაფერი ნათელია. მინიმალური მონასმით აღწევს სასურველ შედეგს, ფიროსმანს არ სჭირდება არაფერი რთული, სიმარტივე იმდენად ჰარმონიული და მრავლისმთქმელია მისთვის, რომ თავს კომფორტულად გრძნობს.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი მეთევზის დგომა და მისი გამოსახვის ფრესკისეული სტილია, ფიროსმანს მეტი ეფექტისთვის არც შარავანდედი დავიწყებია და კარგი ყვითელი ფერიც შემოიტანა ნახატში. მეთევზის დგომის მანერა და ყვითელი ქუდი-შარავანდედი წმინდანის ასოციაციას იწვევს, თუმცა ფრესკისეული გაშეშებული პოზა აქ არ გვხვდება, ეს არის დინამიური ფიგურა, ამ პლასტიურობის ეფექტს კი პერანგის დრაპირება, წითელი ფერის ტონალური ცვლილებები ქმნის.
ამრიგად, „მეთევზე“ რჩება თანამედროვეობის იმ არაჩვეულებრივ შედევრად, რისი მიღწევაც არაერთმა მხატვარმა სცადა. მთავარი კი ლაკონიზმია, რომელიც უფრო მეტად აწმინდავებს ეფექტს ვიდრე ეს ფიროსმანის თანამედროვე შემოქმედებისთვის იყო მოსალოდნელი. სრულყოფილების (რა თქმა უნდა ეს სიტყვა პირობითია) ეფექტს კი სიმარტივესთან ერთად ნახატის პოლიფონიურობა ქმნის, რაც იძლევა მთლიანობის შედეგს.





     

Комментариев нет:

Отправить комментарий

პაბლო პიკასო

                                                          პაბლო რუის ი პიკასო, ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნე...