ლეონარდო და ვინჩი (Leonardo Di Ser Piero Da Vinci) დაიბადა 1452 წელს პატარა სოფელში, რომელსაც ერქვა -ვინჩი. იგი იყო ნოტარიუსისა და გლეხის ქალის უკანონო შვილი. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. 1466 წელს, 14 წლის ასაკში ლეონარდო და ვინჩიმ სწავლა დაიწყო ვეროკიოს სახელოსნოში. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდოულად მხატვარი, სკუპტორი, არქიტექოტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. სიცოცხლის ბოლომდე და ვინჩი დიდხანს მოგზაურობდა. 1513 წლიდან 1519 წლამდე ის მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიში, ბოლონიაში და საფრანგეთში სადაც იგი გარდაიცვალა. ლეონარდო და ვინჩი უნიკალური იყო: არც მის მოღვაწეობამდე, არც მისი მოღვაწეობის შემდეგ, ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური.

მონა ლიზა მე_16 საუკუნის შედევრია. შესრულებულია ლეონარდო დავინჩის მიერ ზეთის საღებავით. ეს ხელოვნების ნიმუში ასახავს საიდუმლებით მოცულ ქალს, რომელიც ირონიული ღიმილით უმზერს მნახველს.
ცნობილია, რომ პორტრეტი ეკუთვნის ფლორენციელი მდიდარი ვაჭრის ცოლს, ლიზა გერარდინის. ''მონა'' კი თანამედროვე იტალიურში ქალბატონს ნიშნავს. მონა ლიზა მეთექვსმეტე საუკუნეში სულაც არ ყოფილა განსჯის საგანი და არც განსაკუთრებული ინტერესი არ დაუმსახურებია. უცნაურია, მაგრამ 1503 წელს საფრანგეთის მეფემ პორტრეტი შეიძინა და აბაზანაში დაკიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ პორტრეტს ყურადღება არ მიუპრია. დღესდღეობით კი მილიონობით მნახველი სტუმრობს ლუვრს მხოლოდ იმიტომ, რომ დავინჩის ''მონა ლიზათი'' დატკბნენ. მეცნიერები და ხელოვნებათმცოდეები ცდილობენ ორი უდიდესი საიდუმლოება გაშიფრონ '' მონა ლიზას'' შესახებ. ვინ არის პორტრეტზე ასახული არსება? ( ვწერ არსებას, რადგან არსებობს მოსაზრება, რომ იგი არის კაცი, ცხოველი, ქრისტე და ა.შ) და რა არის მისი დამცინავი ღიმილის მიზეზი ან მიზანი.
იტალიელეიბი ამბობენ, რომ მონა ლიზა იტალიელი ვაჭრის ცოლია და ეს ინფორმაცია მის ვინაობასთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებულია, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებები, რომლებიც დასაბუთებულია.
არის მოსაზრება, რომ მონა ლიზა ლეონარდოს ავტოპორტრეტია, რადგან ლეონარდოს სახის ნაკვთები ანალოგიურია პორტრეტზე გამოსახული ქალის სახისა.
ბრიტანულმა გამოცემამ ''The Telegraph'' გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეცნიერებმა ახალი აღმოჩენები გააკეთეს. მათ ''მონა ლიზას'' დაკვირვება დაიწყეს ჰორიზონტალურ პოზიციაში და აღმოაჩინეს, რომ ნახატზე გამოსახულია ლომის თავი, ნიანგი და გველი, რომელიც ქალის მარცხენა ხელიდან გამოდის. ახალი აღმოჩენები ნახატს შინაარსობრივად ცვლის. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ გველი, რომელიც ქალს ხელში უკავია ასოცირებულია შურთან, და შეგვიძლია, ჯოკონდას ღიმილიც შურს მივაწეროთ, თუმცა ამ მოსაზრებას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს. მეცნიერები იშველიებენ ლეონარდო დავინჩის სიტყვებს, რომელიც მან ''მონა ლიზას'' შესახებ დაწერა : '' მე მას მივეცი ავაზას ტყავი და ის ქმნილება კლავს ლომს შურით'', ამიტომაც გამორიცხული არაა მონა ლიზას საიდუმლო რამდენადმე დაკავშირებული იყოს ცხოველებთან.
რაც შეეხება ჯოკონდას იდუმალ ღიმილს ის ბევრისთვის ქცეულა შთაგონების წყაროდ და ბევრიც სასოწარკვეთილებაში ჩაუგდია. 1852 წელს ფრანგი ხელოვანი, ლუკ მასპერო სასტუმროს ოთახის აივნიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ შეძლო მონა ლიზას ღიმილის მიზეზი გაეგო.
ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე მიიჩნევს, რომ დავინჩიმ მისივე გამოგონება, ''სფუმატოს'' ტექნიკა გამოიყენა, რაც ნახატს რამდენადმე აბუნდოვანებს და მნახველს აძლევს საშუალებას თავისივე ფანტაზიით განავრცოს იგი.
ასევე აღსანიშნავია ის, რომ როდესაც მთლიონაბაში უყურებ ნახატს შენ ამჩნევ ღიმილს, თუმცა თუკი მხოლოდ ტუჩებს სეხედავ ღიმილი ქრება. '''მონა ლიზას'' ღიმილი მაყურებლის პერსპექტივაზე და აღქმაზეცაა დამოკიდებული.
არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ როდესაც დავინჩი პორტრეტს ხატავდა, ქალმა მოიწყინა და დავინჩიმ მას გამრთობები მოუყვანა. ამით შეიძლება ჯოკონდას უცნაური ღიმილი აიხსნას, რადგან წარჩინებული ქალბატონები ხშირად ინებივრებდნენ თავებს გამრთობებით.
ისიც არსანიშნავია, რომ ჯოკონდას წარბები არ აქვს. ამის მიზეზი კი დადგენილია და სადაო აღარაა. რენესანსის ეპოქაში გაპარსული წარბები მოდურად ითვლებოდა ქალებში.
''მონა ლიზას'' შესახებ უამრავი სხვა მოსაზრება არსებობს და ალბათ კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს პორტრეტი.

ყველა ეპოქა თავისებურად ასახავს საიდუმლო სერობის სიუჟეტს. შუა
საუკუნეების ოსტატი მინიმალური ხერხებით გადმოსცემს შინაარსს. მაშინ როდესაც რენესანსის ეპოქის მხატვარი ცდილობს წარმოადგინოს მომხდარი მოვლენა და მასში მონაწილე პერსონაჟები რეალურ ადამიანებად წარმოსახოს.
ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობა“ მაგიდის ერთ მხარეს მჯდომ ქრისტესა და მოციქულებს წარმოგვიდგენს. მოქმედება
ოთახში ვითარდება. მნახველს იმგვარი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს თავად ამ ოთახში მაგიდის პირისპირ დგას და უშუალოდ აკვირდება პერსონაჯებს.
კომპოზიცია ისეა აგებული რომ, ქრისტეს თორმეტი მოწაფე სამკაციან ჯგუფს ქმნიან. ისინი ძალზე ცოცხალ, ბუნებრივ მოძრაობაში არიან გადმოცემული. ლეონარდომ კონკრეტული მომენტი გამოსახა, როდესაც ქრისტეს უკვე ნათქვამი აქვს - ერთი თქვენგანი გამცემსო. მხატვარი ამ სიტყვებზე ქრისტეს მოწაფეების რეაქციას ასახავს. მას აინტერესებს თითოეული მოწაფის, როგორც ადამიანის, საპასუხო რეაქცია, ემოცია მაცხოვრის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე. ამას კი მხატვარი სხვადასხვა მოძრაობით, ჟესტებით გამოსახავს. ცნობილია, რომ ლეონარდო დაინტერესებული იყო „ჟესტების ენით“. იგი ამბობდა: „ადამიანის ჟესტები ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი აზრების დინება“.
ფერწერული ნამუშევრები:
ნათლისღება (1472-1475) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ხარება (1475-1480) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
ჯინევრა დე ბენჩი (1475) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ბენუას მადონა (1478-1480) – ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
მადონა ყვავილით (1478-1481) – ძველი პინაკოთეკა, მიუნხენი, გერმანია
მოგვთა თაყვანისცემა (1481) – უფიცის გალერეა, ფლორენცია, იტალია
კლდეთა მადონა (1483-1486) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ქალი ჯერმელინით (1488-1490) – ჩარტორისკის მუზეუმი, ვარშავა, პოლონეთი
მისუკოსის პორტრეტი (1490) – პინაკოთეკა ამბროზიანა, მილანი, იტალია
მადონა ლიტა (1490-1491) – ერმიტრაჟი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
ლამაზი შუბლსაკრავი (1495-1498) ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
საიდუმლო სერობა (1498) – სანტა მარია დელლე გრაციე, მილანი, იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500) – ეროვნული გალერეა, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მადონა თირისტარით 1501 – (ორიგინალი დაკარგულია)
მონა ლიზა (1503-1505/15070) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
კლდეთა მადონა (1508) – ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, აშშ.
ლედა და გედი (1508) – (გადარჩენილია მხოლოდ ასლები – ყველაზე ცნობილი) ბორგეზეს გალერეა, რომი იტალია
მადონა და ყრმა წმინდა ანასთან ერთად (1510) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი
ბახუსი (1515) – ლუვრის მუზეუმი, პარიზი, საფრანგეთი

Комментариев нет:
Отправить комментарий