
პაბლო რუის ი პიკასო, ესპანელი მხატვარი და სკულპტორი. მე-20 საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა, ჟორჟ ბრაკთან ერთად კუბიზმის დამფუძნებელი.
სრულიადში იხილეთ მისიშემოქმედება
სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭათნ ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდიდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმის და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმის ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.

პაბლო პიკასოს ნამუშევარი, დაწერილია 1937 წ. ესპანეთის რესპუბლიკის მთავრობის შეკვეთით, რათა გამოეფინათ იგი 1937 წლის საერთაშორისო ექსპოზიციაზე. ნამუშევარი შექმნილია კუბიზმის სტილში და მასზე ასახულია გენრიკის დაბომბვა.
კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.
კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.

1909, ფერნანდა ოლივიეს პორტრეტი
პაბლო პიკასო – Pablo Picasso (1881-1973)
- პაბლო პიკასოს ცხოვრებისეული გამონათქვამები
1. ვინც ფიქრობს რომ შეუძლია, მას შეუძლია, ვინც ფიქრობს რომ არ შეუძლია – მას არ შეუძლია.რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთია შეუბრალებელი ბუნების წესი.
2. ყოველი ბავშვი- მხატვარია.რთული ისაა,რომ დარჩეს მხატრვად მას შემდეგ,რაც გაიზრდება.
3. ყველაფერი რისი წარმოდგენაც შესაძლებელია რეალურად არსებობს.
4. ხელოვნება არის ტყუილი, რომელიც სიმართლეს გვაზიარებს.
5. მხოლოდ ის საქმე გადადეთ ხვალისთვის, რომ გსურთ სიკვდილის შემდეგ გაუკეთებელი დაგრჩეთ.
6. როდესაც ბავშვი ვიყავი დედამ მითხრა: თუ ჯარისკაცი გახდები გენერალი გამოხვალ,თუ მღვდელი იქნები, შეიძლება რომის პაპი გახდე. მაგრამ მე მხატვრობა ავირჩიე და გავხდი – პიკასო.
7. შეისწავლეთ წესები, როგორც პროფესიონალმა, რათა შეძლოთ მათი დარღვევა ხელოვანივით.
8. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც არ შემიძლია იმისთვის, რომ ვისწავლო მისი კეთება.
9. მე ვისურვებდი ვცხოვრობდე, როგორც ღარიბი ადამიანი ფულით.
10. ძალიან ბევრი დროა საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდა გახდე.